9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

A4JSES0S 17 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

კვების ობიექტების მთავარი მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

კომპანიის შესახებ:

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთვსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების მთავარი მენეჯერის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში:

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, საჯარო მართვის კვების ტექნოლოგიის მიმართულებით).
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება, სასურველია გამოცდილება კვების ობიექტების / რესტორნების მიმართულებით;
  • პრიორიტეტულია HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (Word, Excel);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიმდინარე საქმიანობის გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლი;
  • ობიექტების მენეჯერებთან და თანამშრომლებთან რეგულარული სამუშაო შეხვედრების ორგანიზება მიმდინარე საკითხების განსახილველად;
  • ხელმძღვანელობისგან მიღებული ახალი ინსტრუქციების, ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების ადგილზე, ოპერატიულად მიწოდება და შესრულების კონტროლი;
  • ობიექტებზე არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის (პერსონალის პირადი ჰიგიენის ჩათვლით) დაცვის კონტროლი;
  • მიმდინარე და/ან შესრულებულ საქმიანობაზე ანგარიშების მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის უფროსისათვის, დეპარტამენტის უფროსის მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით;
  • ობიექტებზე არსებულ საწყობში მიმდინარე პროცედურების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების მოთხოვნა;
  • ობიექტებზე საჭირო სარეცხ-საწმენდი საშუალებებისა და საკანცელარიო ნივთების დაგეგმვა/მიწოდების ორგანიზება;
  • ყოველდღიურად, დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობების დელეგირება;
  • საკადრო ცვლილებების საჭიროების ან მოსალოდნელი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის;
  • ობიექტებზე თანამშრომელთა საბუთების (შინაგანაწესით გაწერილი საკადრო საბუთების ჩამონათვალი და სხვა) მოძრაობის, მათ შორის, მოწოდების ვადების და საბუთების მოწესრიგებულობის მუდმივი კონტროლი;
  • ელექტრონული ფოსტის ყოველდღიური (პერიოდული) კონტროლი, მიღებული ინსტრუქციების დროული გადაგზავნა/გაცნობა დაქვემდებარებული ბაზების მენეჯერებისათვის;
  • სახელფასე ტაბელების წარმოება და დროული მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
  • ობიექტებზე პერსონალის რიცხოვნობის მუდმივი კონტროლი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობის კონტროლი, შესაბამისი დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი რეაგირებისათვის;
  • სასადილოებში რესურსების რაციონალური ხარჯვისა და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანის პროცესის კონტროლი.
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება და ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მენეჯერული უნარები;
  • ანალიზის და შეფასების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • ორგანიზებული;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს/მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
  • ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი / 09:00-18:00სთ; ანაზღაურება: 3000.00 ლარიდან - 3500.00 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე, ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122.

2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek