8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

A9A5PH5R 18 Eyl tarihinde yayınlandı 29 görüntüleme

რენეკო

რენეკო

კურიერი

რენეკო Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1750 / ay 19 Eki tarihine kadar başvurun

2012 წლიდან "რენეკო" წარმოადგენს ქართულ ბაზარზე მოქმედ, მზარდ კომპანიას, რომელიც აგროინდუსტრიისა და კვების პროდუქტების მიმართულებით საქმიანობს. კომპანია აერთიანებს დისტრიბუციას, საბითუმო ვაჭრობასა და სხვადასხვა ბრენდს, მათ შორის არის "ჩემი მარაგი"."ჩემი მარაგი" არის საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს ერთ სივრცეში 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიზანია ხარისხიანი პროდუქციის მარტივად და კომფორტულად ხელმისაწვდომობა — მომხმარებლისთვის დროის, ენერგიისა და რესურსების დაზოგვა. დღეს "რენეკო" აქტიურად იზრდება და ეძებს პროფესიონალ, მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც კომპანიის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანენ.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, მოსკოვის გამზირი ანაზღაურება: 1750 ლარი გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით მითვლა და ავტომობილში ჩატვირთვის უზრუნველყოფა;
  • შეკვეთის მიწოდების საორიენტაციო დროზე მომხმარებლების წინასწარ ინფორმირება;
  • შეკვეთების დროული და უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფა;
  • მომხმარებლისგან მიღებული შეკვეთის ღირებულების თანხის, სალარო აპარატის/საბანკო ტერმინალის ქვითრის შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის წარდგენა;
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
  • თბილისის ქუჩების ცოდნა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე "სათაურის" ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. აპლიკაციის შევსებით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 1 წლის ვადით შენახვაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
რენეკო
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek