მოლარე-კონსულტანტი
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის 59-ში მდებარე "თურსა"-ს სუპერმარკეტი; სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვეებით
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
- გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
- მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებელთან მომსახურება;
- პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
პიროვნული მახასიათებლები:
- მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
- გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი
ანაზღაურება: პირველი თვე 900 ლარი, 3 თვის შემდეგ 1000 ლარი; პირველი თვის შემდეგ საბონუსე სისტემა
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 3-4 დღე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "მოლარე-კონსულტანტი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.