İş ortağı

Gürcistan genelinde ücretsiz ilanlar.

classified.ge'yi aç
← Tüm iş ilanları

AACFZF90 11 Kas tarihinde yayınlandı 0 görüntüleme

მძღოლი

Inex Group Dış ilan
₾1800 / ay olağan düzeyde · olağan 1,793 ₾ · 107 ilan 12 Ara tarihine kadar başvurun
Oturum açın ve başvurun

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. ინექს გრუპი ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ანაზღაურება: 1800 ლარი + დანამატი

სამუშაო აღწერილობა

  • საფოსტო გზავნილების უსაფრთხოდ და დროულად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და სისუფთავის შენარჩუნება;
  • კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
  • ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული ლოჯისტიკური დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები

  • კოლეგიალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სამუშაო პროცესის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმეს (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით.

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz