9,008 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AB3B1S2Z 2 Eyl tarihinde yayınlandı 63 görüntüleme

ქართული აგრო სახლი

ქართული აგრო სახლი

სავაჭრო აგენტი

Batum Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
₾1600 / ay 3 Eki tarihine kadar başvurun

სს "ქართული აგრო სახლი" წარმოადგენს საქართველოში წამყვან პრემიუმ კლასის ბოსტნეულის მწარმოებელ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ნატურალურ უმაღლესი ხარისხის ბოსტნეულს. იგი ბაზარზე წარმოდგენილია ისეთი ბრენდებით, როგორიცაა "პლანტა" და "ქართული მოსავალი".

სს "ქართული აგრო სახლი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო აგენტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ლოკაცია: ქ. ბათუმი სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00, შაბათი: 09:00-14:00 ანაზღაურება: 1600 ლარი NET

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ობიექტებზე ვიზიტი დადგენილი გრაფიკის შესაბამისად;
  • შეკვეთების პროგრამული ასახვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
  • სავაჭრო წერტილებში კომპანიის პროდუქციის პლანოგრამის შესაბამისად განთავსებისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დაბრუნებების აღრიცხვა და კონტროლი;
  • არსებულ სავაჭრო ქსელებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთობის განვითარება;
  • ახალი გაყიდვის არხებისა და სავაჭრო ობიექტების მოძიება და განვითარება;
  • არსებულ ქსელში ახალი ობიექტების მოძიება;
  • გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და უფლებამოსილების ფარგლებში მათი აღმოფხვრა ან უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • თვის გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • სამუშაო დროის სრულად და ეფექტურად გამოყენება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;
  • სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების GPS-კონტროლის წესების დაცვა;
  • ხელმძღვანელობის მიერ დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება თანამშრომლის კვალიფიკაციისა და უფლებამოსილების ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;
  • სავაჭრო აგენტის, გაყიდვების ან დისტრიბუციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროდუქციის მახასიათებლებისა და სადისტრიბუციო ქსელის ცოდნა;

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებისადმი ორიენტირებული;

ჩვენ გთავაზობთ:

  • საწვავის ხარჯის ანაზღაურებას კომპანიის მხრიდან;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფასდაკლებას ჩვენს პროდუქციაზე;
  • პერიოდულ საჩუქრებსა და სხვადასხვა აქტივობებს კომპანიისგან.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე და ელ.ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: განაცხადის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის (რეზიუმეს) შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას საქართველოს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. თქვენი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის მიზნით და არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქართული აგრო სახლი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek