9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AB88WF9C 31 Ağu tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

Four Seas Trading

Four Seas Trading

მძღოლი-დისტრიბუტორი

Four Seas Trading Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1500 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

სააქციო საზოგადოება " ფორ სიზ თრეიდინგი" იგივე "ფიშმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-დისტრიბუტორის პოზიციაზე

კომპანია " ფორ სიზ თრეიდინგი" 2017 წლიდან ახორციელებს თევზის, ზღვისპროდუქტების და სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიაზაციას. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფირომო მაღაზია და ასეულობით პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთაც ვაწვდით ჩვენს პროდუქციას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბელიაშვილის ქ.27 . სამუშაო განაკვეთი: სრული 8 საათიანი სამუშაო განრიგი, კვირაში 6 დღე . კვირა დღეს დასვენება ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)

მძღოლი-დისტრიბუტორის ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის კუთვნილი ავტომობილით პროდუქციის ტრანსპორტირება .
  • ზედნადების მიხედვით პროდუქციის მითვლა და ავტომობილში ჩატვირთვა.
  • თევზისა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტის ცოდნა (ადგილზე შეგასწავლით)
  • მოსახერხებელი მარშრუტის დაგეგმვა პროდუქციის დროული მიწოდებისათვის კორპორატიული და ასევე კერძო კლიენტებისათვის.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა .
  • მენეჯერისა და გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა აუცილებელია (მექანიკა)
  • მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირება და პასუხისმგებლობა.

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ვაიზერი)
  • დაზღვეული ავტომობილები.
  • მეგობრული და მყუდრო სამუშაო გარემო.
  • წინსვლისა და დაწინაურების რეალურ პერსპექტივას.
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • ანაზღაურებადი მივლინება
  • ანაზღაურებადი შვებულება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან

. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება : "მძღოლი-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Four Seas Trading
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek