8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ABNQQ8JC 3 Eyl tarihinde yayınlandı 56 görüntüleme

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება

ოკუპაციური თერაპევტი

Tiflis Staj Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ოკუპაციური თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვთან და მათ ოჯახთან ოკუპაციურ თერაპევტად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** მუშაობის პროცესში ბავშვის უნარებისა და საჭიროებების გათვალისწინება; ** ბავშვის/მოზარდის ადაპტაციური ფუნქციონირების ან/და სენსორული პროფილის შეფასება; ** საჭიროებების განსაზღვრა; ** წლიური გეგმის შესაბამისად სენსორული თერაპიის სეანსების ჩატარება; ** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა; შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით; ** სამუშაო გარემოს მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიის ან ფსიქოლოგიის დისციპლინის მაგისტრი/ბაკალავრი;
  • სენსორულ თერაპევტად მუშაობის გამოცდილება;
  • სენსორული თერაპიის სპეციალური ტრენინგის ან სტაჟიორის გავლის დამადასტურებელი საბუთი;
  • სენსორული პროფილის შეფასების ინსტრუმენტის ან კითხვარის ფლობა.

პიროვნული უნარები:

  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

  • ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
  • გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელმისამართზე უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV)
  • სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 სექტემბერი

რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე

"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოკუპაციური თერაპევტი"

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek