დაცვის სამსახურის პერსონალი
შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას დაცვის სამსახურის პერსონალის პოზიციაზე
არსებითი პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
- სამუშაოს გრაფიკი: 24-საათიანი ცვლა 4 დღეში ერთხელ
- ანაზღაურება: 700 ლარი
- დამატებითი სარგებელი: კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass.
მოვალეობები:
- დაცვის სამსახურის კამერების მონიტორინგი;
- მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კონკრეტული ობიექტის უსაფრთხოების სამსახურისთვის შეტყობინება;
- ვიდეო-მონიტორინგისათვის საჭირო IVMS და MULTIVIEW პროგრამების ცოდნა;
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
კანდიდატს უნდა ჰქონდეს:
- უსაფრთხოების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მკაფიო გამართული მეტყველების უნარი
კანდიდატი, არსებითად მნიშვნელოვანია, იყოს:
- პუნქტუალური, დისციპლინირებული, მოწესრიგებული;
- გაწონასწორებული, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზუმე/მონაცემები გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;
გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე
კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.