8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AH00K7W6 25 Ağu tarihinde yayınlandı 39 görüntüleme

მირა

მირა

ელექტრო ინჟინერი

მირა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

"მირა" — 21 წლის გამოცდილების მქონე წამყვანი კომპანია გათბობის, ელექტრობისა და გენერატორების მიმართულებით. ჩვენი მისიაა მომხმარებლებისთვის უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის პროდუქცია, პროფესიონალური მომსახურება და კონკურენტუნარიანი ფასები. "მირა" წარმატებით ოპერირებს როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზარზე და ემსახურება როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორაციულ კლიენტებს. 21-წლიანი გამოცდილება გვაძლევს საშუალებას შევთავაზოთ სანდო გადაწყვეტილებები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ტექნიკა და მომსახურება, რომელიც დაფუძნებულია ხარისხზე, პასუხისმგებლობასა და მუდმივ განვითარებაზე.

"მირა" — ელექტროენერგეტიკის, გენერატორების, ელექტრო მოწყობილობებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია — აფართოებს გუნდს და ეძებს ახალგაზრდა, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ ელექტრო ინჟინერს.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

  • არის ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით განათლებული;
  • აქვს ელექტრო სისტემებისა და მოწყობილობების ტექნიკური ცოდნა;
  • შეუძლია ტექნიკური დოკუმენტაციის, სქემებისა და ნახაზების წაკითხვა;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება სამუშაოს და დეტალებს;
  • არის კომუნიკაბელური, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
  • სურს პროფესიული განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა;
  • გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა მთავარია ცოდნის მიღებისა და განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ მირა:

  • პროფესიულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პრაქტიკულ გამოცდილებას ელექტროენერგეტიკისა და გენერატორების მიმართულებით;
  • თანამედროვე ელექტრო მოწყობილობებთან და საინჟინრო სისტემებთან მუშაობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
  • ღირსეულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
  • ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებიდან გამომდინარე

კომპანია გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტპასს
  • კვებას

თუ ხარ ახალგაზრდა ელექტრო ინჟინერი, რომელსაც სურს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, პროფესიული ზრდა და ძლიერი საინჟინრო გუნდის წევრობა — მოგვწერე.

რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ ელ. მისამართზე, აღწერის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.

"მირა" — ენერგია, გამოცდილება, პროფესიონალიზმი.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
მირა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek