8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AK8C8G2T 26 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

რესტორანი გორდა

რესტორანი გორდა

რესტორნის მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

ჩვენი რესტორანი "გორდა" ეძებს გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ მენეჯერს, რომელსაც შეუძლია სარესტორნო ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა, გამოირჩევა ორგანიზებულობით, ადამიანებთან მუშაობის უნარით და ორიენტირებულია სერვისის ხარისხსა და შედეგზე.
რესტორანი გორდა მდებარეობს მთიულეთში, სოფელ სონდაში, ცენტრალური გზის პირას - თბილისიდან 65 კმ-ში, გუდაურის მიმართულებით - და წარმოადგენს ქართულ ტრადიციულ რესტორანს.

ვაკანსია: რესტორნის მენეჯერი

რესტორნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს:

ღვინის მაღაზია/მარანი - ეწევა ქართული ღვინოების, ბრენდის, ჭაჭისა და სხვა სპირტიანი სასმელების რეალიზაციას; Coffee Shop - ბრენდირებული ყავის "დრაივ" ფორმატის კაფე; Gorda Distillery - დისტილერია, სადაც მზადდება ადგილობრივი ხილისგან დამზადებული სპირტიანი სასმელები.

რესტორანი გათვლილია 250 სტუმარზე, აქვს შიდა და გარე სივრცეები, ასევე თანამედროვე, ცალკე მდგომი სამზარეულო.
FB გვერდი: https://www.facebook.com/Gordamarani

ფუნქცია / მოვალეობები:

  • რესტორნის, მარნისა და "დრაივ" ფორმატის კაფის ყოველდღიური ოპერაციული მართვა და კოორდინაცია.
  • მომსახურე პერსონალის მართვა: სამუშაო გრაფიკის შედგენა, შრომის დისციპლინისა და სამუშაო დროის კონტროლი.
  • შემდეგი დღის სამუშაო გეგმის წინასწარ განსაზღვრა და გუნდის მობილიზება მაღალი დატვირთვის საათებისთვის.
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი ყველა მიმართულებით - ყავა, სწრაფი კვების პროდუქცია, კერძების გემოვნური და ვიზუალური სტანდარტები.
  • ტურისტულ კომპანიებთან და გიდებთან ურთიერთობის მართვა: ჯავშნების მიღება, ვიზიტების კოორდინაცია და ახალი პარტნიორების მოძიება.
  • გიდების ლოიალობის სისტემის - ქეშბექისა და ყოველთვიური აქციების - ადმინისტრირება, დეგუსტაციისა და ფასდაკლებების კონტროლი.
  • მარაგების მართვა: აღწერა/ინვენტარიზაცია დადგენილი პერიოდულობით, დანაკლისების იდენტიფიცირება და მომწოდებლებთან შეკვეთების განთავსება.
  • ინვოისების მომზადება და გადაგზავნა, ბუღალტერიასთან კოორდინაცია; სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების შეკვეთა და ხარჯვის ოპტიმიზაცია.
  • სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი დარბაზში, ტერასაზე, ეზოში, საპირფარეშოებსა და საწყობში; HACCP-ის სტანდარტების დაცვის ზედამხედველობა.
  • სავაჭრო ასორტიმენტის გაფართოება მარანსა და კაფეში - ადგილობრივი პროდუქცია, სუვენირები და ახალი მიმართულებები.
  • ონლაინ რეპუტაციის მართვა: შეფასებების მონიტორინგი, კომენტარებზე რეაგირება და რეიტინგის ზრდა; ინოვაციური იდეების დანერგვა სერვისისა და გაყიდვების გასაუმჯობესებლად.

მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება რესტორნის ან სასტუმროს მენეჯერად/ადმინისტრატორად.
  • გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი.
  • მარაგების აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის ცოდნა.
  • Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • კომუნიკაბელურობა, პრობლემის სწრაფად მოგვარების უნარი.
  • ტურისტულ სექტორთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებას: ხელზე ასაღები 4000+, გამოცდილების მიხედვით.
  • განვითარების პერსპექტივას და სამუშაოს ხარისხზე დაფუძნებულ ბონუსებს.
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს.
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
  • კვებით უზრუნველყოფას.
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
  • სტაბილურ სამუშაო ადგილს პროფესიონალ გუნდში.

რესტორანი "გორდა" უკვე 5 წელია სწრაფი განვითარების გზაზეა - იზრდება როგორც მისი ცნობადობა, ასევე კმაყოფილი მომხმარებელიც. ჩვენი მიზანია გუნდს შევმატოთ გამოცდილი, მოტივირებულ და შრომისმოყვარე პროფესიონალი, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი და პარტნიორი საერთო განვითარების გზაზე.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
რესტორანი გორდა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek