9,007 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AKWR4Z7D 14 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

English Book Education

English Book Education

გამოცდების ლოჯისტიკის კოორდინატორი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

"English Book Education" 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცელობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press. ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, დავეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.

"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას გამოცდების ლოჯისტიკის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (09:00 - 18:00) ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N92

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საგამოცდო მასალების მიღება, აღრიცხვა, უსაფრთხო შენახვა და მარაგების კონტროლი;
  • დაგეგმილი გამოცდებისთვის საჭირო მასალების რაოდენობის განსაზღვრა, შერჩევა და სრულად დაკომპლექტება;
  • კანდიდატებისა და გამოცდის ადმინისტრატორებისთვის შესაბამისი საგამოცდო პაკეტების მომზადება;
  • საგამოცდო მასალების შეფუთვის, მარკირების, გაგზავნისა და დროული მიწოდების ორგანიზება/კოორდინაცია;
  • სკოლებთან და გამოცდის ადმინისტრატორებთან მასალების მიწოდებისა და მიღების კოორდინაცია;
  • გამოცდის დასრულების შემდეგ საგამოცდო მასალების დაბრუნების, დათვლისა და შეჯერების უზრუნველყოფა;
  • პასუხების ფურცლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული დოკუმენტაციის სრულად დაბრუნების კონტროლი;
  • ინვენტარის მონაცემთა ბაზისა და მასალების მოძრაობის შესახებ ჩანაწერების წარმოება და რეგულარული განახლება;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი) — განათლების, განათლების ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა რელევანტური მიმართულებით;
  • ლოგისტიკის, ადმინისტრირების, საგამოცდო პროცესების, განათლების ან მასალებისა და ინვენტარის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • ინვენტარის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ან მასალების აღრიცხვის/თვალთვალის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2+ დონეზე;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პროფესიული და პიროვნული უნარები:

  • ლოგისტიკური პროცესების დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
  • მაღალი ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გამოცდების ლოჯისტიკის კოორდინატორის".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
English Book Education
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek