8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AQJYG3BK 9 Eyl tarihinde yayınlandı 61 görüntüleme

ბეტა ჰოლდინგი

ბეტა ჰოლდინგი

დანადგარის ოპერატორი - ბათუმი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
₾1300–2000 / ay 9 Eki tarihine kadar başvurun

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას — „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ — რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

„ბეტა პრინტი“ ეძებს დანადგარის ოპერატორს ბათუმში!

ძირითადი მოვალეობები: - ლაზერული დაზგის მართვა და კონტროლი - მასალის სწორად განთავსება და ზუსტი ჭრის უზრუნველყოფა - მზა პროდუქციის ხარისხის შემოწმება - დანადგარის ყოველდღიური მოვლა-პატრონობა და სამუშაო სივრცის წესრიგში დაცვა - მცირე ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოფხვრა

აუცილებელი მოთხოვნები: - ტექნიკური აზროვნება და მართვის პროგრამის სწრაფად ათვისების უნარი - კომპიუტერული უნარები - სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა - ლაზერულ ან სხვა ტიპის დანადგართან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი: 1300 ₾ + ბონუსი - საშუალო ჯამური შემოსავალი: 1800 – 2000 ₾

თუ ხარ მოტივირებული, გაქვს ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა — ეს ვაკანსია შენთვისაა!

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბეტა ჰოლდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek