8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ASDZ84TJ 16 Eyl tarihinde yayınlandı 42 görüntüleme

Basic Elements Solutions

Basic Elements Solutions

პულვერიზატორით მღებავი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 13 Eki tarihine kadar başvurun

Basic Elements Solutions წარმოადგენს 15-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის მოწყობის კომპლექსურ მომსახურებას — პირველადი ტექნიკური დამუშავებიდან საბოლოო ინსტალაციამდე. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროექტის თითოეული ეტაპის მაღალი სტანდარტებითა და სიზუსტით შესრულებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პულვერიზატორით მღებავის (Spray Painter) პოზიციაზე.

ვეძებთ პროფესიონალ მღებავს, შიდა და გარე სამუშაოებისთვის, მნიშვნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს სხვადასხვა ტიპის შესაღები ზედაპირების დამუშავების გამოცდილება, ასევე საღებავების შერჩევისა და დატანის სხვადასხვა ტექნიკის კარგი ცოდნა.

მოვალეობები: - ზედაპირების შესაღებად მომზადება (ჩამოფხეკვა, ზუმფარით დამუშავება, ღრმულების ამოვსება, წებოვანი ლენტის აკვრა, დაგრუნტვა); - საღებავისა და ლაქის დატანა შესაბამისი ინსტრუმენტებისა და აპარატურის გამოყენებით; - საღებავების ფერების შერჩევა-შეხამება და საჭირო მასალის მოცულობის განსაზღვრა/გამოთვლა; - სამუშაო ზონის დაცვა საღებავის შხეფებისგან, ავეჯისა და ინტერიერის დეტალების შეფუთვა; - სხვადასხვა ზედაპირისთვის (ხე, ლითონი, გალესილი კედელი და ა.შ.) შესაბამისი საღებავის/გრუნტის შერჩევა და დამუშავების ხარისხის კონტროლი; - სამუშაო იარაღებისა და აპარატურის მოვლა-დასუფთავება და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება; - შრომის უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა ქიმიურ ნივთიერებებთან (საღებავები, გამხსნელები) და სიმაღლეზე (ხარაჩოებზე) მუშაობისას.

მოთხოვნები: - პულვერიზატორით ღებვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; - საღებავების ტიპების, შეზავების ტექნიკისა და დატანის მეთოდების კარგი ცოდნა; - მასალების სპეციფიკაციების ცოდნა და ფერების შერჩევა-შეზავების პრაქტიკა; - სიმაღლეზე უსაფრთხოდ მუშაობის გამოცდილება; - მოძრაობის კარგი კოორდინაცია და დეტალებისადმი მაღალი ყურადღება; - სხვადასხვა გარემოსა და პირობებში მუშაობის უნარი; - საბაზისო მათემატიკური უნარების ქონა, მასალების ხარჯთაღრიცხვისა და ოდენობის განსასაზღვრად.

განაცხადის მიღების პირობები: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "Spray Painter".

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://bes-me.com

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "BES" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Basic Elements Solutions
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek