ხარისხის სამსახურის თანამშრომელი
შპს "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ხარისხის სამსახურის თანამშრომლის ვაკანსიას
სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N20 გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის სამედიცინო ისტორიების სისტემატური შემოწმება;
- შესრულებული სამედიცინო სამუშაოებისა და ჩანაწერების შესაბამისობის კონტროლი;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სისწორისა და სრულყოფილების შეფასება;
- ჩატარებული მომსახურების შესაბამისობის გადამოწმება სამედიცინო ჩანაწერებთან;
- ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და დაფიქსირება;
- გამოვლენილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი თანამშრომლების ინფორმირება;
- ხარისხის კონტროლის შედეგების აღრიცხვა და ანგარიშგება;
- საჭიროების შემთხვევაში, განმეორებითი კონტროლის განხორციელება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ყურადღება და სიზუსტე;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის სამსახურის თანამშრომელი, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.