8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

AYYVN7K8 29 Ağu tarihinde yayınlandı 48 görüntüleme

სპექტრუმ

სპექტრუმ

ინტერიერის დიზაინერი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

კომპანია სპექტრუმი, წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

მოვალეობები: - წინასაპროექტო კვლევის მომზადება; - ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება; - დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა; - დეტალური ნახაზების მომზადება; - მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა; - ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადების და ხარისხის სტანდარტის დაცვით; - დამკვეთებთან კომუნიკაცია; - ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; - კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; - პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; - გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; - პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება; - საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები: - კრეატიული და დეტალებზე ორიენტირებული; - დროის ეფექტური მართვა; - სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი; - სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; - გუნდური და პასუხისმგებლიანი; - განვითარებაზე ორიენტირებული; - შრომისმოყვარე და ენერგიული; - დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; - სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; - პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ინტერიერის დიზაინერი“ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. “სპექტრუმიის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სპექტრუმ
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek