გაყიდვების კონსულტანტი (ისთ ფოინთი)
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "xs toys" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე,
ქალაქ თბილისში, ისთ ფოინთი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "Xs სათამაშოები" 2013 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, აერთიანებს 6 საფირმო მაღაზიას, რომელთაგან ოთხი თბილისში, ორი ბათუმში.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობსმსოფლიოში წამყვანი სათამაშოების მწარმოებელი კომპანიების პროდუქციას, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
ჩვენთან გელოდებათ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობა; - კომფორტული სამუშაო გარემო; - ჯანმრთელობის დაზღვევა; - და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები: - მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება; - პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა; - სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია სამუშაო გამოცდილება; - გამოცდილება გაყიდვების სფეროში; - საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები: - კომუნიკაბელურობა; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი თბილისში). სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.