ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
iSpace | Apple Premium Partner ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში; - ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი; - მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება; - ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება; - თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად; - მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება; - პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ ლისტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; - განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება; - სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები: - დეტალებზე ორიენტირებულობა; - კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა; - ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
რა გელოდება ჩვენთან? - დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში; - Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა; - თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა); - კარიერული ზრდის შესაძლებლობა; - ლოიალურობის პროგრამა; - სამუშაო Apple MacBook.
თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/sYvoFLFb
შენი კარიერა იწყება აქ!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.