გაყიდვების მენეჯერი
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „ოტიუმ დეველოპმენტი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები: - პირადი გაყიდვების განხორციელება , მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების დახურვა - გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი; - მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა; - სატელეფონო ზარების განხორციელება გაყიდვის მიზნით; - პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა; - მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების ჩატარება; - პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება; - CRM პროგრამაში შემოსული ლიდების დამუშავება და ქმედებების აღრიცხვა; - გაყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება; - გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); - უძრავი ქონების სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office), სასურველია CRM პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი 1500 ₾ + ბონუსი; - სამუშაო დღეები: კვირაში 6 დღე; - სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-18:00 საათი, შაბათი : 12:00 – 17:00 საათი - სამუშაო ადგილი: ბათუმი, ა. კაჭარავას #5
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: „ გაყიდვების მენეჯერი“.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.