8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

B8Y1VJHX 13 Eyl tarihinde yayınlandı 53 görüntüleme

გორგია

გორგია

მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გორგია Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე, თბილისში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000 -ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. "გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას. კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - როგორც გორგიასთვის, ასევე მისი ფილიალებისთვის მარკეტინგული აქტივობების სტრატეგიის შემუშავება, განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი, ციფრული საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და კომპანიის ციფრულ სივრცეში ბრენდის იდენტობის დაცვა, ციფრული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება, მონიტორინგი და ანალიზი; - კომერციულ დეპარტამენტთან ერთად წლიური, კვარტლური და თვიური გეგმების გაწერა, განხორციელება და მონიტორინგი; - სტრატეგიული კომუნიკაციების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება, აღსრულება და მართვა; - საერთაშორისო მარკეტინგის წარმოება ბრენდის შვილობილი კომპანიებისთვის; - საბანერე ადგილების ოპტიმიზაცია და პარტნიორების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ვიზუალების შექმნა/ბეჭდვა/განთავსება/მონიტორინგი; - ერთჯერადი პროექტების დაგეგმვა, დელეგირება და მონიტორინგი; - მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მართვა და შესრულების კონტროლი; - გორგიას ექსკლუზიური ბრენდების მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა, აღსრულება და მონიტორინგი, როგორც გორგიას ქსელში, ასევე პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით; - მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა; - საოფისე პროგრამები, მათ შორის მნიშვნელოვანია ექსელის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - პასუხისმგებლობა; - ორგანიზებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - გუნდის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გორგია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek