8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

RGQY2NFH 13 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

გორგია

გორგია

ტექნიკოსი

გორგია Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Diğer
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 25 Eyl tarihine kadar başvurun

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე, თბილისში;

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000 მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლის ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;

ფუნქცია-მოვალეობები: - სექციებში მინიმალური სარემონტო სამუშაოების სწრაფი და ეფექტური შესრულება; - კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებლისთვის ტექნიკური კონსულტაციის გაწევა; - სტენდებისა და თაროების მოწესრიგება/განახლება, ახალი პროდუქციის თვალსაჩინოდ განთავსება, განლაგების შესწორება მერჩენდაიზინგული წესების გათვალისწინებით; - მასშტაბური, სეზონური გადალაგებების ორგანიზება, ახალი ფილიალების გახსნის პროცესში მონაწილეობა;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები: - პუნქტუალური; - კომუნიკაბელური; - ორგანიზებული;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
გორგია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek