← Tüm iş ilanları

B9YPBZ66 20 Kas tarihinde yayınlandı 5 görüntüleme

SME ბანკირი

თიბისი

თიბისი

თიბისი Dış ilan
Görüşülür Orijinal ilana devam edin ↗

20 Kas tarihinde yayınlandı (15 gün kaldı) 6 Ara tarihine kadar başvurun

Resmi sözleşme · ilanda

სს "თიბისი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - SME ბანკირი - საბურთალოს ფილიალი

ადგილმდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი - შრომითი ხელშეკრულება სამუშაო გრაფიკი: სრული მოქმედების ვადა: 20/11/2026

კომპანიის აღწერა: ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე. ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

სამუშაოს აღწერა

  • შენ როგორც SME ბანკირი შეისწავლი დარგში არსებულ თითოეულ მედიუმ კლიენტს, მოახდენ მათი მოთხოვნებისა და საჭიროებების სისტემატურ ანალიზს და მათზე მორგებულ, დივერსიფიცირებულ საბანკო/ფინანსურ პროდუქტებს შესთავაზებ.
  • აქტიურად იზრუნებ სასესხო და სადეპოზიტო პორტფელის ზრდაზე, ახალი კლიენტების მოზიდვასა და შენს მართვაში არსებული პორტფელის მომგებიანობაზე.
  • მუდმივად შეინარჩუნებ მედიუმ კლიენტების მომსახურების მაღალ ხარისხს, იქნები მათი ინტერესების გამტარებელი და სტრატეგიული მრჩეველი.
  • მუდმივად მონიტორინგს გაუწევ მართვაში არსებული პორტფელის ხარისხს და უზრუნველყოფ რისკების დროულ იდენტიფიცირებას.
  • ჩაატარებ ვიზიტებს პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან, მოიძიებ საჭირო ინფორმაციას და ფინანსურ ანალიტიკოსებთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფ სესხის გაცემის პროცესის ოპერატიულად და ეფექტურად წარმართვას.

ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ გაქვს

  • გაყიდვების ძლიერი უნარები და შედეგებზე ორიენტირებულობა.
  • დამარწმუნებელი, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის ნიჭი.
  • სხარტი, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება.
  • ინიციატივა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გამოწვევების ძიების სურვილი.
  • საქმიანობის ორგანიზების, პრიორიტეტების დასახვისა და დროის მართვის უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

კვალიფიკაცია და გამოცდილება

  • ბიზნეს (საშუალო/მსხვილ) კლიენტებთან ურთიერთობისა და აქტიური გაყიდვების გამოცდილება.
  • ბიზნეს პორტფელის მართვის (Portfolio Management) წარმატებული გამოცდილება.
  • ფინანსური მაჩვენებლებისა და მონაცემების ბაზისური გაგება (კლიენტის საჭიროებების სწორად შესაფასებლად და ანალიტიკოსებთან კომუნიკაციისთვის).
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: https://smrtr.io/CJH72 დამატებითი ინფორმაცია თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank.

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu ilanı bildir

Şu an tehlikede misiniz? 112'yi arayın.

Kazan Bu işin uyacağı birini tanıyor musunuz?Kendi bağlantınızla gönderin: katılıp başvuran arkadaşlar size puan kazandırır, onaylanmış ortaklar para kazanır. Bizimle kazanın →
Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.

Benzer ilanlar

İşveren misiniz? Ücretsiz iş ilanı yayınlayın.

İlan vermek ücretsiz