9,014 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BET611XR 27 Ağu tarihinde yayınlandı 57 görüntüleme

Melting Pot

Melting Pot

დასუფთავების თანამშრომელი, სტიუარდი/ჭურჭლის მრეცხავი

Melting Pot Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Temizlik
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

ბურგერ ბარი "Melting Pot" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის და სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) პოზიციებზე.

დიასახლისის ძირითადი მოვალეობები:

  • ბურგერ ბარის საჯარო სივრცეების/ დარბაზების დასუფთავება და წესრიგის შენარჩუნება.
  • სველი წერტილების ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით დასუფთავება და დეზინფექცია.
  • სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებების მარაგების მუდმივი კონტროლი და შევსება.

სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავი) ძირითადი მოვალეობები:

  • დარბაზიდან შემოსული ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის რეცხვა/დამუშავება, გამწოვების ჩათვლით.
  • სამზარეულოს ზონის დასუფთავება და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა.
  • სამუშაო ადგილზე სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • ჰიგიენის საფუძვლების კარგი ცოდნა.
  • გამართული, ეფექტური კომუნიკაციისა და კოლეგიალური ურთიერთობების შენარჩუნების უნარი სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებთან.
  • დინამიკურ გარემოში მუშაობის მზაობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • ანაზღაურება: ფიქსირებული, გაიცემა თვეში ერთხელ, პირად საბანკო ანგარიშზე დარიცხვით.
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, 2/2 განრიგი, 12 საათიანი სამუშაო ცვლები.
  • ლოკაცია: თბილისი, ათონელის ქ. #31

დამატებითი ბენეფიტები:

  • უფასო კვება სამუშაო საათების განმავლობაში.
  • უფასო ტრანსპორტირება ღამის 12:00 საათის შემდეგ.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • მყუდრო, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

-ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება სს "გობრონი ჯგუფი"-ს მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე.

დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

სს "გობრონი ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Melting Pot
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek