ღამის ცვლის მორიგე ინჟინერი
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი? ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს საინჟინრო დეპარტამენტში, ღამის ცვლის მორიგე ინჟინრის პოზიციაზე.
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview - თანამედროვე და ელეგანტური სასტუმროა, სადაც შენ გეძლევა შესაძლებლობა გახდე სტუმარ-მასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- სტუმარ-მასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
- მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- ორმაგად ანაზღაურებად ღირსშესანიშნავ დღეებს
- ორჯერად კვებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ღირსეულ სამუშაო პირობებს
- სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
- უფასო ტრეინინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
- ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას
რას ველით შენგან:
- ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
- სასტუმროში არსებული დანადგარების, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის და სახანძრო სისტემების მუდმივ მონიტორინგსა და გეგმიური სერვისის ჩატარებას
- სასტუმროს ნომრებსა და სხვა სივრცეებში არსებული ხარვეზების დროულად აღმოფხვრას
- ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფას
- საჭიროების შემთხვევაში ყველა დოკუმენტაციის სათანადოდ შევსებას
- პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
სამუშაო საათები: 12 საათიანი ცვლები, 21:00 საათიდან 09:00 საათამდე (კვირაში 5 დღე).
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.