8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BM01R9HC 11 Eyl tarihinde yayınlandı 47 görüntüleme

UGT

UGT

Plumbing ინჟინერი

UGT Dış ilan
Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას Plumbing ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაექვსი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტრობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე სისტემები) მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
  • კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
  • პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
  • Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე) სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
  • პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
  • ობიექტზე სისტემების პროექტირება, გამართვა და კონფიგურაცია;
  • Plumbing (წყალი, კანალიზაცია, ხანძარქრობა, სანიაღვრე) სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლების და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
  • MEP -ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

  • აუცილებელია შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია, შესაბამისი სერტიფიკატების არსებობის შემთხვევაში მათი წარდგენა;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამებისა და შესაბამისი საინჟინრო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ენები:

  • აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე), სასურველია რუსული ენის ცოდნა;
  • სამუშაო გამოცდილება
  • აუცილებელია, აღნიშნული მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

კომპეტენციები:

  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
  • ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისება
  • დეტალებზე ორიენტირებული

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 11 ოქტომბრის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/745/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
UGT
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek