8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

BNBAT4B9 1 Eyl tarihinde yayınlandı 77 görüntüleme

Merlons

Merlons

საწყობის ოპერატორი

Merlons Dış ilan
Tiflis Yarı zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾700 / ay 2 Eki tarihine kadar başvurun

"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ საწყობის ოპერატორს ნახევარ განაკვეთზე

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ანდრონიკაშვილის 2 (საქალაქო სასამართლოსთან)

  • ვაკანსია ითვალისწინებს ნახევარ განაკვეთს (კვირაში 3.5 სამუშაო დღე).
  • ხუთშაბათი-შაბათი: 10:00-19:00 სთ. კვირა: 10:00-14:00 სთ.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობში მოსული მომხმარებლების მიღება და მომსახურება.
  • 1C პროგრამაში რეალიზაციის მონაცემების გადამოწმება, გასაცემი პროდუქციის სიის მომზადება საწყობის თანამშრომლებისთვის ასაგროვებლად.
  • გასაცემი შეკვეთის გადამოწმება (კოდების და რაოდენობის შესაბამისობა პროგრამულ მონაცემებთან).
  • პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაბარება და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ფლობა.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • დეტალების მიმართ ყურადღება (კოდების სიზუსტის გადასამოწმებლად).
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა მომხმარებლებთან ურთიერთობისას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
  • კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
  • მზარდ ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის ოპერატორი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/, https://www.facebook.com/Merlons.ge, http://vitra.com.ge/, https://www.facebook.com/VitraGeorgia

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Merlons
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek