ბარისტა-კონსულტანტი
საკონდიტრო „სკარლეტი“ აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე
თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ პასუხისმგებლიანი, ენერგიული და გსურს მუშაობა სასიამოვნო გარემოში, შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
ძირითადი მოვალეობები: - მომხმარებლების თბილად დახვედრა და კონსულტაცია; - შეკვეთების მიღება და სალაროსთან მუშაობა; - ყავისა და სხვა სასმელების მომზადება; - დესერტების შეფუთვა და მომხმარებლისთვის მიწოდება; - სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის დაცვა; - პროდუქციის მარაგებისა და ვიტრინის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; - გამართული კომუნიკაციის უნარი; - მოწესრიგებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ; - გუნდურად მუშაობის უნარი; - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის — ადგილზე შეგასწავლით.
ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ადგილზე სწავლებას; - შეთანხმებულ სამუშაო გრაფიკს; - ანაზღაურებას: 1000 ლარი ხელზე. - სამუშაო ადგილი: „სკარლეტი“, თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის 17. - სამუშაო გრაფიკი: 9:00 - 17:00 ან 15:00 - 22:00
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: „ბარისტა-კონსულტანტი“.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.