8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

C3RQW2JC 3 Eyl tarihinde yayınlandı 54 görüntüleme

de Medici Consulting

de Medici Consulting

კონტენტ კრეატორი

Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Oturum açın ve başvurun
₾1780 / ay 4 Eki tarihine kadar başvurun

"de Medici Consulting" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი ანაზღაურება: საწყისი ანაზღაურება 1 780 ლარიდან + კვარტალური ბონუსების სისტემა

de Medici Consulting-ის შესახებ:

de Medici Consulting არის ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში. ჩვენი სერვისები მოიცავს ბუღალტერიას, ფინანსურ კონსალტინგს, HR-ს, მარკეტინგს, PR-ს, ბრენდინგსა და ბიზნეს კონსალტინგს. კომპანიის სწრაფი განვითარების ფარგლებში ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ და შედეგზე ორიენტირებულ კონტენტ კრეატორს, რომელიც შექმნის როგორც ჩვენი კომპანიის, ისე ჩვენი კლიენტების სოციალური მედიისთვის მაღალი ხარისხის ვიზუალურ კონტენტს.

ძირითადი მოვალეობები:

  • ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა კომპანიისა და კლიენტების სოციალური მედიისთვის;
  • Reels, TikTok, YouTube Shorts და სხვა მოკლე ვიდეოფორმატის კონტენტის გადაღება და მონტაჟი;
  • პროფესიონალური ფოტო გადაღება და დამუშავება;
  • ვიზუალური მასალების შექმნა Adobe Creative Suite-ის პროგრამების გამოყენებით;
  • კონტენტის ადაპტირება სხვადასხვა სოციალური პლატფორმისთვის;
  • მარკეტინგის გუნდთან ერთად კონტენტ-იდეებისა და კამპანიების შემუშავება;
  • ბრენდის ვიზუალური სტანდარტებისა და ხარისხის მუდმივი დაცვა;
  • გადაღებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ვიდეო მონტაჟის პროგრამების ცოდნა;
  • Adobe Creative Suite-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • თანამედროვე სოციალური მედიის ტრენდების ცოდნა;
  • კრეატიული აზროვნება და განვითარებული ვიზუალური გემოვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 1 780 ₾ (Net) ფიქსირებულ ანაზღაურებას;
  • კვარტალურ ბონუსების სისტემას;
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • სწრაფ კარიერულ ზრდას კომპანიის გაფართოებასთან ერთად;
  • შესაძლებლობას იმუშაოთ სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიებთან და მრავალფეროვან პროექტებზე;
  • გამოცდილ მარკეტინგის გუნდთან მუშაობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ პორტფოლიო ან ნამუშევრების ბმული ელ. ფოსტაზე სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: "კონტენტ კრეატორი".

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
de Medici Consulting
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek