8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

CD57J7K3 17 Eyl tarihinde yayınlandı 33 görüntüleme

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა

Tiflis Tam zamanlı Gıda / Restoranlar
Oturum açın ve başvurun
₾10225 / ay 18 Eki tarihine kadar başvurun

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის კვებით მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ კვების ობიექტებზე, კომპანიის საქმიანობის მთავარი პრინციპებია — სიზუსტე, პასუხისმგებლობა და ხარისხის სტანდარტების მუდმივი დაცვა.

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტზე უფროსი მზარეულის პოზიციაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • 3 (სამწლიანი) სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, მათ შორის მმართველობით პოზიციებზე;
  • პროფესიული განათლება კულინარიის მიმართულებით;
  • სამზარეულოს კალკულაციების შედგენის გამოცდილება და უნარები;
  • სამზარეულოს ფუნქციონირების, კულინარიული პრაქტიკების, ქართული და ევროპული კერძების მომზადების სხვადასხვა ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • HACCP-ის სტანდარტით მუშაობის გამოცდილება;
  • პრიორიტეტულია გამოცდილება სასტუმრო/რესტორნების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობიდან ხარისხიანი პროდუქციის მიღება;
  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, საკვების დახარისხება და შენახვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • კერძის მომზადების წესებისა და დადგენილი მენიუ-კალკულაციების მიხედვით კერძების მომზადება;
  • კერძის დროულად და ხარისხიანად მომზადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე ყოველდღიურად საქმიანობის დელეგირება და მათი ჯეროვნად შესრულების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული პერსონალის მიერ დისციპლინისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ყოველდღიური კონტროლი;
  • დამტკიცებული ფორმების/ჟურნალების ზუსტი, კორექტული და დროული წარმოება;
  • HACCP სტანდარტის დაცვა;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის მენეჯმენტის მართვის უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • მენეჯერული უნარები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელური;
  • დისციპლინირებული;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებით უზრუნველყოფას;
  • სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას;
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კარიერულ წინსვლას და მზარდ ხელფასს;
  • ტრანსპორტით მომსახურებას, აუცილებლობის შემთხვევაში.

სამუშაო გრაფიკი: მოძრავი ანაზღაურება: 102, 25 ლარიდან - 132, 32 ლარამდე (ხელზე ასაღები თანხა)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek