8,930 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

CKD18F4F 27 Ağu tarihinde yayınlandı 51 görüntüleme

ჯორჯიან ეარვეის

ჯორჯიან ეარვეის

ბუღალტერი

Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 28 Eyl tarihine kadar başvurun

ა/კ "ჯორჯიან ეარვეისი" "Georgian Airways" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო პროგრამაში ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამისი დეპარტამენტისთვის მიწოდება, პროგრამული აღრიცხვა-მონიტორინგი, დოკუმენტების მატერიალურად და ელექტრონულად დაარქივება;
  • სალაროს/ბანკის ოპერაციების შესრულება/პროგრამული აღრიცხვა;
  • ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
  • მარაგების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი, კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, დებიტორებთან წერილობითი კომუნიკაცია დავალიანებების შედარებისა და ჩარიცხვების დროულად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
  • შემოსავლების სამსახურის პორტალზე ატვირთული კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კონტროლი;
  • კომპანიის ფინანსური პოლიტიკით გათვალისწინებული თვის/წლის დახურვაში მონაწილეობის მიღება;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, აუდიტის, ან მომიჯნავე განხრით;
  • საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნა;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი, ინტერნეტ ბანკი);
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის და საბუღალტრო სტანდარტების საფუძვლების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
  • პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • სამუშოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელ-ფოსტაზე. სასურველია წერილში მიუთითოთ, რა არის თქვენი მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით. აუცილებელია ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და მიმაგრებულ ფაილზე მიუთითოთ სახელი, გვარი ლათინური შრიფტით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ჯორჯიან ეარვეის
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek