გაყიდვების მენეჯერი
ჩვენ ვართ დინამიურად განვითარებადი კომპანია საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში, ვეძებთ ნიჭიერ, ამბიციურ და მოტივირებულ გაყიდვების მენეჯერს, რათა გახდეს ჩვენი გუნდის ნაწილი!
რას გთავაზობთ ჩვენ:
- მოჭრილი ხელფასი (1000 ლარი) + ბონუსები (1500-9000 ლარი, დამოკიდებულია გაყიდვებზე) ;
- საინტერესო პროექტები და მუშაობა მსხვილ კლიენტებთან;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობები;
- მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;
- სამუშაო დრო-ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით -10:00-18:00, დასვენება - შაბათი და კვირა
ძირითადი მოვალეობები:
- დამოუკიდებლად კლიენტების მოძიება და მოზიდვა (ცივი ზარების განხორციელება, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების ჩანიშვნა);
- მოლაპარაკებების წარმოება, კომპანიის მომსახურების პრეზენტაცია;
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
- მონაწილეობა, გაყიდვების დეპარტამენტის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაში.
ჩვენ ვეძებთ ადამიანს რომელსაც:
- აქვს მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში (სატრანსპორტო სფეროში - ჩაითვლება უპირატესობად)
- აქვს კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
- არის აქტიური და შრომისმოყვარე;
- ფლობს უცხო ენებს: რუსული, ინგლისური
სამუშაო ადგილი-თბილისი, წერეთლის გამზირი 49.
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan doğrudan ilan olur: yayından veya öne çıkarmadan sonra bir hafta boyunca toplanan ilanların üzerinde gösterilir, onu düzenleyebilir, öne çıkarabilir ve kapatabilirsiniz, ilan da Google iş aramaya dahil olur.