8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

CSRD50M1 11 Eyl tarihinde yayınlandı 79 görüntüleme

Steps Batumi Hotel and Suites

Steps Batumi Hotel and Suites

მიმღების ადმინისტრატორი

Batum Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 12 Eki tarihine kadar başvurun

STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, რომელიც Premium Group-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.

მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორანს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. 2ბ ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

აპარტ-სასტუმროს სტუმრებისა და აპარტამენტების მფლობელებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, მიღება-განთავსების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, ჯავშნების, ანგარიშსწორებისა და სტუმრებთან დაკავშირებული ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვა, ასევე სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • სასტუმროს ნომრების კატეგორიების, ტარიფების, ხელმისაწვდომობის და ჯავშნების მიღება-გაუქმების პირობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობა;
  • სტუმრების პროფესიონალურად, კეთილგანწყობითა და სასტუმროს მომსახურების სტანდარტების შესაბამისად დახვედრა;
  • სტუმრების რეგისტრაცია, განთავსება და გასვლის პროცესის ორგანიზება;
  • სტუმრის პირადობისა და ჯავშნის მონაცემების შემოწმება;
  • აპარტამენტის გასაღების ან ელექტრონული ბარათის სწორად გაცემა და აღრიცხვა;
  • სტუმრებისთვის სასტუმროს მომსახურებების, წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გაცნობა;
  • განსაკუთრებული მოთხოვნების, ადრეული შესვლისა და გვიანი გასვლის შემთხვევების შესაბამის პირებთან შეთანხმება და მართვა;
  • სტუმრების მოთხოვნების, შენიშვნებისა და საჩივრების რეგისტრაცია და უფლებამოსილების ფარგლებში გადაჭრა;
  • სტუმრების კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
  • გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
Steps Batumi Hotel and Suites
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek