მიმღების ადმინისტრატორი
STEPS Batumi Hotel & Suites" - ის აპარტ-სასტუმრო ბათუმში, რომელიც Premium Group-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმარები უზრუნველყოს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილებით.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 სასტუმრო აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ტერასას, რესტორანს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მიმღების ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, გრ. ლორთქიფანიძის ქ. 2ბ
ბენეფიტები: კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა
აპარტ-სასტუმროს სტუმრებისა და აპარტამენტების მფლობელებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, მიღება-განთავსების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, ჯავშნების, ანგარიშსწორებისა და სტუმრებთან დაკავშირებული ინფორმაციის ზუსტად აღრიცხვა, ასევე სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრების კატეგორიების, ტარიფების, ხელმისაწვდომობის და ჯავშნების მიღება-გაუქმების პირობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობა;
** სტუმრების პროფესიონალურად, კეთილგანწყობითა და სასტუმროს მომსახურების სტანდარტების შესაბამისად დახვედრა;
** სტუმრების რეგისტრაცია, განთავსება და გასვლის პროცესის ორგანიზება;
** სტუმრის პირადობისა და ჯავშნის მონაცემების შემოწმება;
** აპარტამენტის გასაღების ან ელექტრონული ბარათის სწორად გაცემა და აღრიცხვა;
** სტუმრებისთვის სასტუმროს მომსახურებების, წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების გაცნობა;
** განსაკუთრებული მოთხოვნების, ადრეული შესვლისა და გვიანი გასვლის შემთხვევების შესაბამის პირებთან შეთანხმება და მართვა;
** სტუმრების მოთხოვნების, შენიშვნებისა და საჩივრების რეგისტრაცია და უფლებამოსილების ფარგლებში გადაჭრა;
** სტუმრების კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სავალდებულოა მსგავს ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
თუ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.