8,896 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

CY20R29A 17 Eyl tarihinde yayınlandı 50 görüntüleme

ელიტი

ელიტი

სოციალური მედია კომუნიკაციის სპეციალისტი

ელიტი Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Pazarlama / Halkla İlişkiler
Orijinal ilana devam edin ↗
Müzakere edilebilir 8 Eki tarihine kadar başvurun

ელიტი აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი შერჩევის ფორმა: გასაუბრება, დავალება

ძირითადი მოვალეობები: - კომპანიის სოციალურ ქსელებზე შემოსულ შეკითხვებზე დროული, კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება - სოციალური ქსელების ჩათში შემოსული პრობლემების დროულად დაფიქსირება - მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება - სოციალური მედიის კომენტარებზე პასუხის გაცემა - მომხმარებელთან ურთიერთობისას წინასწარგანსაზღვრული წესებისა და კომუნიკაციის ფორმის გამოყენება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია) - აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინ. 6 თვიანი გამოცდილება - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/A9Xa2U

სს "ელიტ ელექტრონიქსი" საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელია საქართველოში, რომელიც 1996 წლიდან საქმიანობს და აერთიანებს 18-ზე მეტ მაღაზიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანია მომხმარებელს მომსახურების უნიკალურ სერვისს სთავაზობს. ავეჯისა და ტექნიკის მრავალფეროვან არჩევანს, ხელმისაწვდომ ფასებსა და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს ექსკლუზიურ და პარტნიორ 200-მდე საერთაშორისო ბრენდთან ერთად: Bosch, Gorenje, Apple, Samsung და სხვა.

სს "ელიტ ელექტრონიქსისთვის" ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ასევე ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა წარმოადგეს, რომელიც პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევასთან ერთად შემდგომში მათკარიერულ ზრდას და განვითარებას გულისხმობს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" ეყრდნობა თანაბარი მოპყრობის პრინციპებს, დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს, კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ელიტი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek