ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირი - ბათუმი
ჩვენ, საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ შეუჩერებელი პროგრესისთვის აუცილებელი წინაპირობაა თანამშრომლებს საშუალება მივცეთ, აღმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გაითავისონ გუნდური მუშაობის კულტურა და წაახალისონ ინოვაციური მიდგომები.
საქართველოს ბანკის საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას ასოცირებული პერსონალური ბიზნეს ბანკირის პოზიციაზე - ბათუმში.
ძირითადი ფუნქციები: - გაყიდვების ბაზებზე მუშაობა და კლიენტებთან გაყიდვის მიზნით ზარების განხორციელება;
- კლიენტისთვის ბანკირთან შეთანხმებით შეთავაზების შექმნა;
- კლიენტთან მოლაპარაკების წარმართვა და კარგი ურთიერთობის დამყარება;
- გაყიდვების პროცესში და სხვადასხვა საოპერაციო საკითხებში გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა
სამუშაო გამოცდილება: - საბანკო საოპერაციო პროდუქტების და სერვისების სიღრმისეული ცოდნა
- ბანკში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
სავალდებულო ცოდნა და უნარები: - კეთილგანწყობა: თავაზიანობა, ყურადღება და დახმარების მზაობა;
- დროის სწორად მართვის უნარი;
- ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი
- კარგი კომუნიკაციის უნარი
- Excel-ში და Power point-ში მუშაობის უნარი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 სექტემბერი.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.