ამბულატორიის საპროცედუროს ექთანი
ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ამბულატორიაში, საპროცედურის ექთნის პოზიციაზე.
ჟორდანიას კლინიკა საქართველოში ერთ-ერთი პირველი სპეციალიზებული გინეკოლოგიური კლინიკაა, რომელიც დღემდე არ კარგავს მოწინავე პოზიციას ამ მიმართულებით. დღეს ის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რომელშიც ქალთა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძე, ერმილე ბედიას ქ. 33 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 9:00-18:00 განყოფილება: ამბულატორია ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + გამომუშავება პროცედურების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ექიმის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება; - სხვადასხვა პროცედურებში და მანიპულაციებში მონაწილეობა; - შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი; - ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება ექთნის პოზიციაზე - პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი VII სემესტრიდან;
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/3CY2YFve
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.