შეფ-მზარეულის დამხმარე
ლუდის ბარი "Hoegaarden" აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ცისფერყანწელთა #7) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეფ-მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში;
- პროდუქტების წინასწარი მომზადება — გარეცხვა, გასუფთავება, დაჭრა და დამუშავება;
- კერძების მომზადებაში მონაწილეობა შეფ-მზარეულის მითითებებისა და დადგენილი რეცეპტურის შესაბამისად;
- პროდუქტების სწორად შენახვისა და ვადების კონტროლის წესების დაცვა;
- სამზარეულოს სამუშაო სივრცისა და ინვენტარის სისუფთავის შენარჩუნება;
- სანიტარულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- სამზარეულოს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობა;
- სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
- კვების სფეროში მუშაობის სურვილი და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
- სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ დასაქმებას;
- განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.