ონლაინ მაღაზიის ხელმძღვანელი
მაღაზია "კასა" ვეძებთ აქტიურ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც სრულად ჩაერთვება ჩვენი Facebook გვერდის მართვასა და ონლაინ გაყიდვებში.
ძირითადი მოვალეობები:
- Facebook გვერდის ყოველდღიური მართვა
- პოსტებისა და ვიდეოების რეკლამაზე გაშვება (ადგილზე გასწავლით)
- შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და მომხმარებლებთან კომუნიკაცია
- ჩატის ოპერატორის ფუნქციის შესრულება და შეკვეთების მიღება
- გაყიდვების პროცესის მართვა
გამოცდილება აუცილებელი არ არის!
კანდიდატებს ყველაფერს ჩვენ ვასწავლით — სწავლება სრულიად უფასოა.
სამუშაო ფორმატი:
- პირველი გასაუბრება ჩატარდება ფიზიკურ ლოკაციაზე შერჩეულ კანდიდატებთან.
- შემდგომ სამუშაოს დაახლოებით 90% ონლაინ რეჟიმში შეასრულებთ.
- ფიზიკურ ლოკაციაზე მოსვლა ძირითადად საჭირო იქნება პროდუქციის ვიდეოების გადასაღებად
ანაზღაურება:
- ანაზღაურება დამოკიდებულია შედეგზე და შედგება გაყიდვების კონკრეტული პროცენტისგან + დამატებითი პრემიებისგან.
- საშუალო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1000-1500 ლარს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად.
ვის ვეძებთ?
- პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ ადამიანს
- ვისაც შეუძლია მომხმარებლებთან კარგი კომუნიკაცია
- თავისუფლად იყენებს Facebook-სა და სოციალურ ქსელებს
- არ ერიდება ვიდეოების გადაღებასა და კამერასთან მუშაობას
- დაინტერესებულია ონლაინ გაყიდვებით, რეკლამითა და სოციალური მედიის მართვით
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV მითითებულ ელ.ფოსტაზე გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.