ER რეგისტრატორი
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1 სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)
ძირითადი ფუნქციები:
- გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე
მისამართი: თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ N 1 დიღომი ჰოსპიტალი "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი".
გისურვებთ წარმატებას!
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.