8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

99HYHXQS 16 Eyl tarihinde yayınlandı 32 görüntüleme

ბაუმერი

ბაუმერი

პროექტ მენეჯერი

Tiflis Tam zamanlı Yönetim / İdari
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 17 Eki tarihine kadar başvurun

კომპანია Baumer - ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

  • საინჟინრო სისტემების პროექტირება.
  • საინჟინრო სისტემებისთვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
  • საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პროექტ მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

  • პროექტის ზედამხედველობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
  • არსებული დაქვემდებარებულების მართვა და დავალებების მიცემა;
  • პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
  • პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ფინანასური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
  • ქვე-კონტრაქტორების და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ზედამხედველობა;
  • გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
  • პროექტში დაინტერესებულ პირებთან, მათ შორის დამკვეთთან, ქვე-კონტრაქტორებთან, და ა.შ. ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
  • სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
  • მასალების ფასის შეთანხმება, და ხარჯთ-ეფექტური გადაწყვეტილების მიღება პროექტის ბიუჯეტთან შესაბამისობაში;
  • დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
  • ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
  • საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საინჟინრო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო ან არქიტექტურის განხრით;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (არქიკადი, ავტოკადი, რევიტი, მაიქროსოფთ პროჯექტი, MS Office.);

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: ორშაბათი- პარასკევი; 10:00-19:00 ან 09:00-18:00;
  • ლოკაცია: თბილისი: მუხრან მაჭავარიანის 65;
  • მივლინების საჭიროება: თბილისის ობიექტები და საჭიროებიდან გამომდინარე რეგიონებში ვიზიტი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ბაუმერი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek