8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

DT0DHF65 10 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი

ექიმი-რეზიდენტი - პროფილი უროლოგია

Tiflis Tam zamanlı Tıp / Eczacılık
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 11 Eki tarihine kadar başvurun

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს მიღებას უროლოგიის რეზიდენტურის პროგრამაზე. გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ დასავლური სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული განათლება მაღალი პროფესიონალიზმისა და სამედიცინო ეთიკის მქონე გუნდთან ერთად.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული დახელოვნება: მომზადება დასავლური სტანდარტების უროლოგიურ ცენტრში;
  • ქირურგიული პრაქტიკა: პროფესორის ასისტირება ენდოსკოპიურ, ლაპაროსკოპიულ, ონკოუროლოგიურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებში;
  • ტექნოლოგიური უპირატესობა: თავისუფალი წვდომა მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებთან;
  • სამეცნიერო საქმიანობა: აქტიური მონაწილეობა კლინიკურ და აკადემიურ კვლევებში;
  • კარიერული ზრდა: პროფესიული განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ძირითადი მიმართულებები:

  • მოზრდილთა და ბავშვთა უროლოგია
  • ონკო-უროლოგია
  • რეკონსტრუქციული უროლოგია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მაღალი მოტივაცია პროფესიული დახელოვნებისა და კარიერული ზრდისთვის;
  • მზაობა ყველა ტიპის უროლოგიურ ოპერაციასა და კლინიკურ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის;
  • ინტერესი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისადმი;
  • უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე. Subject-ველში მიუთითეთ: "რეზიდენტი - უროლოგია" რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek