ექიმი-რეზიდენტი - პროფილი უროლოგია
შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს მიღებას უროლოგიის რეზიდენტურის პროგრამაზე. გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ დასავლური სტანდარტების შესაბამისი პრაქტიკული და თეორიული განათლება მაღალი პროფესიონალიზმისა და სამედიცინო ეთიკის მქონე გუნდთან ერთად.
რას გთავაზობთ:
** პროფესიული დახელოვნება: მომზადება დასავლური სტანდარტების უროლოგიურ ცენტრში;
** ქირურგიული პრაქტიკა: პროფესორის ასისტირება ენდოსკოპიურ, ლაპაროსკოპიულ, ონკოუროლოგიურ და რეკონსტრუქციულ ოპერაციებში;
** ტექნოლოგიური უპირატესობა: თავისუფალი წვდომა მაღალტექნოლოგიურ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდებთან;
** სამეცნიერო საქმიანობა: აქტიური მონაწილეობა კლინიკურ და აკადემიურ კვლევებში;
** კარიერული ზრდა: პროფესიული განვითარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ძირითადი მიმართულებები:
** მოზრდილთა და ბავშვთა უროლოგია
** ონკო-უროლოგია
** რეკონსტრუქციული უროლოგია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მაღალი მოტივაცია პროფესიული დახელოვნებისა და კარიერული ზრდისთვის;
** მზაობა ყველა ტიპის უროლოგიურ ოპერაციასა და კლინიკურ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის;
** ინტერესი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისადმი;
** უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე:. Subject-ველში მიუთითეთ: "რეზიდენტი - უროლოგია"
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" დაამუშავებს თქვენს მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.