გაყიდვების კონსულტანტი
ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი "ბებე+" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
თუ გიყვართ მოდის სფერო, კომუნიკაცია და გსურთ სტაბილური შემოსავალი მეგობრულ გარემოში — ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა!
რას გთავაზობთ:
- 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი (მცოცავი), კვირაში 6 დღე
- სტუდენტებისთვის მოქნილი და მორგებული სამუშაო გრაფიკი (სასწავლო ცხრილის გათვალისწინებით)
- ანაზღაურება: 703 ლარი ფიქსირებული + ბონუსი
- მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- დაწინაურების რეალური შესაძლებლობა 6 თვეში
თქვენი ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის განლაგება და მოწესრიგება მაღაზიის სტანდარტების შესაბამისად
- მომხმარებლების პროფესიონალური მომსახურება
- პროდუქციის შეთავაზება და დეტალური კონსულტაცია
- მომხმარებლის დახმარება სწორი არჩევანის გაკეთებაში
ვის ვეძებთ:
- პასუხისმგებლობიან და ენერგიულ კანდიდატს
- კომუნიკაბელურ და გუნდურ მოთამაშეს
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სალაპარაკო დონეზე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე.
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.