8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

E22X2JT2 31 Ağu tarihinde yayınlandı 43 görüntüleme

ევერესტი 2010

ევერესტი 2010

პრომოუტერი

Tiflis Tam zamanlı Satış
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 1 Eki tarihine kadar başvurun

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ევერესტი 2010" ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2003 წლიდან და წარმოადგენს წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების, კვების პროდუქტების დისტრიბუციას.

კომპანია "ევერესტი 2010" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე!

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული და გსურს მუშაობა საერთაშორისო ბრენდებთან — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ აქტიურ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც მომხმარებლებს გააცნობს კომპანიის პროდუქტებს, გაუწევს მათ კონსულტაციას და ხელს შეუწყობს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდას.

რას გააკეთებ?

  • პროდუქციისა და ბრენდების მომხმარებლებისთვის გაცნობა და პოპულარიზაცია;
  • პროდუქციის პრეზენტაციისა და დეგუსტაციის/საპრომოციო აქტივობების განხორციელება;
  • მომხმარებლების დაინტერესება და პროდუქტის უპირატესობების სწორად წარმოჩენა;
  • მომხმარებლების უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება;
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული საპრომოციო აქტივობებისა და დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები და უნარები:

  • ადამიანებთან კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის კარგი უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • პროდუქციის შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა გამოცდილების არქონის შემთხვევაში განვიხილავთ მოტივირებულ კანდიდატებს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი. დღიური ანაზღაურება: 50 ლარი. ანაზღაურება: თვეში ერთხელ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"ევერესტი 2010" მადლობას მოგახსენებთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

კვების პროდუქტების იმპორტიორი კომპანია "ევერესტი 2010" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, "ევერესტი 2010"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
ევერესტი 2010
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek