ტექნიკოსი
20 Kas tarihinde yayınlandı (26 gün kaldı) 16 Ara tarihine kadar başvurun
თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის (Techniker) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- სკოლის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
- მცირე სარემონტო და სამეურნეო სამუშაოების შესრულება;
- ელექტროობის, წყალმომარაგების, გათბობის, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების კონტროლი;
- ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
- გარე მომსახურების მომწოდებლებთან და ხელოსნებთან კოორდინაცია;
- სკოლის ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი ზომების მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ტექნიკური ან პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში;
- ტექნიკურ სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
- გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
ჩვენ გთავაზობთ
- მეგობრულ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ სამუშაო პირობებს;
- სრულ განაკვეთზე დასაქმებას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე; სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026.