გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

E94JATKF გამოქვეყნდა 20 ნოე 16 ნახვა

ტექნიკოსი

Deutsche Internationale Schule Tbilissi გარე განცხადება
შეთანხმებით შესვლა და განაცხადი

გამოქვეყნდა 20 ნოე (დარჩა 25 დღე) ბოლო ვადა: 16 დეკ

დაზღვევა · განცხადებაში

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა (DIST არის საერთაშორისო, გერმანულ საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაფუძნებული სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი ბავშვები სწავლობენ თანამედროვე, მრავალენოვან და ინკლუზიურ გარემოში. ჩვენ ვქმნით მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს, რომელიც თანამშრომლებს აძლევს განვითარების, ახალი გამოცდილების მიღებისა და საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას. შემოუერთდით ჩვენს გუნდს და გახდით თანამედროვე საგანმანათლებლო საზოგადოების ნაწილი, რომელიც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან განათლებასა და შთამაგონებელ გარემოს მომავალი თაობებისთვის. თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის (Techniker) პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სკოლის შენობებისა და ინფრასტრუქტურის ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
  • მცირე სარემონტო და სამეურნეო სამუშაოების შესრულება;
  • ელექტროობის, წყალმომარაგების, გათბობის, ვენტილაციისა და სხვა საინჟინრო სისტემების კონტროლი;
  • ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა;
  • გარე მომსახურების მომწოდებლებთან და ხელოსნებთან კოორდინაცია;
  • სკოლის ღონისძიებების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შესაბამისი ზომების მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკური ან პროფესიული განათლება შესაბამის სფეროში;
  • ტექნიკურ სამუშაოებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • მეგობრულ და საერთაშორისო სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ სამუშაო პირობებს;
  • სრულ განაკვეთზე დასაქმებას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე; სამუშაო ადგილი: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი #63 განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი 2026.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა