ავტომობილების სერვისის-კონსულტანტი
შპს "აკა"- მერსედეს-ბენცი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების სერვისის-კონსულტანტის პოზიციაზე.
განცხადების: წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კატეგორია: კლიენტთან მომსახურება სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 შაბათი -9:00-13:00) სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი უნივერსიტეტის ქN6 განათლების ხარისხი: უმაღლესი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) სამუშაო გამოცდილება : სასურველია საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება. ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები)
კომპანიის შესახებ:
შპს"აკა" დაარსდა 1992 წელა და წარმოადგენს "მერსედეს-ბენც ჯგუფი"-ს გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს მerცedes-benცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით.
სამუშაოს აღწერა:
- მომხმარებლების მიღება და მასთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება;
- მომხმარებლისა და მისი ავტომობილის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეცნობა და ასახვა პროგრამაში;
- წინასწარ ჩაწერილი მომხმარებლის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
- საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების სპეციალისტთან;
- არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
- საჭიროა სათადარიგო ნაწილების განსაზღვრა/იდენტიფიცირება, მოძიება, მარაგში არსებობის დაზუსტება და შესაბამისი ანგარიშის წარმოება;
- მისაღები მომსახურების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
- მომსახურების შეთანხმებული ვადების კონტროლი;
- წინასწარ შეთანხმებული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული ინფორმირება და სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება;
- მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაზე) დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება;
- მომხმარებლების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით)
- დაგეგმილი სამუშაოს შესრულების შემდეგ ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება და წინასწარ მომზადებული სრულყოფილი დოკუმენტაციის სახით წარდგენა;
- მომხმარებლის ინფორმირება/შეხსენება შემდგომი ტექნიკური მომსახურების პერიოდის შესახებ;
- საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმზღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
- სამუშაო პროგრამების სრულყოფილი შესწავლა (WIS/ASRA, EPC, LS Auto, etc..)
უცხო ენები:
- ინგლისური
- რუსული- ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
კომპიუტერული პროგრამები:
- საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel
მოთხოვნები:
** სავალდებულოა ავტომობილის აგებულების დეტალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; მართვის მოწმობა (კატეგორია B)
პიროვნული მახასიათებლები:
- აუცილებელია გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
- სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
- პროფესიული განვითარების სურვილი;
- დისციპლინირებულობა;
- მაღალი დატვირთვის მუშაობის უნარი;
- მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
- კომპანიაში არსებული კორპორატიული სტანდარტების დაცვა და ზედმიწევნით შესრულება;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
- მზარდ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
- კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
შექმენით თქვენი რეზიუმე და გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hr @mercedes-benz.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "სერვისის-კონსულტანტი".
Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.
Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.