9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EB0RJ3JK 11 Eyl tarihinde yayınlandı 55 görüntüleme

აკა

აკა

ავტომობილების სერვისის-კონსულტანტი

აკა Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Satış
Orijinal ilana devam edin ↗
₾1800 / ay 1 Eki tarihine kadar başvurun

შპს "აკა"- მერსედეს-ბენცი საქართველო აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების სერვისის-კონსულტანტის პოზიციაზე.

განცხადების: წარმოდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი

კატეგორია: კლიენტთან მომსახურება სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 9:00-17:00 შაბათი -9:00-13:00) სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი უნივერსიტეტის ქN6 განათლების ხარისხი: უმაღლესი (სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი) სამუშაო გამოცდილება : სასურველია საკვალიფიკაციო მოთხოვნა: სასურველია მსგავს პოზიციაზე გამოცდილება. ანაზღაურება: 1800 ლარიდან (ხელზე ასაღები)

კომპანიის შესახებ:

შპს"აკა" დაარსდა 1992 წელა და წარმოადგენს "მერსედეს-ბენც ჯგუფი"-ს გენერალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს მerცedes-benცის მარკის მსუბუქი, კომერციული, სატვირთო ავტომობილების, ავტობუსების, სპეცტექნიკის რეალიზაციას და ტექნიკურ მომსახურებას ავტორიზებული პროგრამების და კვალიფიცირებული სპეციალისტების მეშვეობით.

სამუშაოს აღწერა:

  • მომხმარებლების მიღება და მასთან პოზიტიური ურთიერთობის დამყარება;
  • მომხმარებლისა და მისი ავტომობილის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის შეცნობა და ასახვა პროგრამაში;
  • წინასწარ ჩაწერილი მომხმარებლის დროულად მიღების უზრუნველყოფა;
  • საგარანტიო შემთხვევებზე დროული კომუნიკაცია საგარანტიო მომსახურების სპეციალისტთან;
  • არასტანდარტული შემთხვევების შეთანხმება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • საჭიროა სათადარიგო ნაწილების განსაზღვრა/იდენტიფიცირება, მოძიება, მარაგში არსებობის დაზუსტება და შესაბამისი ანგარიშის წარმოება;
  • მისაღები მომსახურების შესახებ მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • მომსახურების შეთანხმებული ვადების კონტროლი;
  • წინასწარ შეთანხმებული ვადის, ღირებულების ან ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის დროული ინფორმირება და სხვა პროცედურების მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ განხორციელება;
  • მომხმარებლის ნებისმიერი სახის უკმაყოფილებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაზე) დროული რეაგირება და საჭირო ზომების მიღება;
  • მომხმარებლების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინება, აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების ტერიტორიაზე შესვლის უზრუნველყოფა (შესაბამისი აღჭურვილობით)
  • დაგეგმილი სამუშაოს შესრულების შემდეგ ავტომობილის მომხმარებლისთვის გადაცემის პროცესში ჩატარებული სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დეტალური განმარტება და წინასწარ მომზადებული სრულყოფილი დოკუმენტაციის სახით წარდგენა;
  • მომხმარებლის ინფორმირება/შეხსენება შემდგომი ტექნიკური მომსახურების პერიოდის შესახებ;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმზღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება;
  • სამუშაო პროგრამების სრულყოფილი შესწავლა (WIS/ASRA, EPC, LS Auto, etc..)

უცხო ენები:

  • ინგლისური
  • რუსული- ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა: Word, Excel

მოთხოვნები:

** სავალდებულოა ავტომობილის აგებულების დეტალების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა; მართვის მოწმობა (კატეგორია B)

პიროვნული მახასიათებლები:

  • აუცილებელია გამართული კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი ქართულ ენაზე;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;
  • დისციპლინირებულობა;
  • მაღალი დატვირთვის მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელთან მომგებიანი ურთიერთობების უნარ-ჩვევები;
  • კომპანიაში არსებული კორპორატიული სტანდარტების დაცვა და ზედმიწევნით შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ ანაზღაურებას პირველივე დღიდან გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე
  • მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის დაფინანსებით.
  • კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

შექმენით თქვენი რეზიუმე და გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: hr @mercedes-benz.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება - "სერვისის-კონსულტანტი".

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
აკა
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek