8,882 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EDT96YQM 4 Eyl tarihinde yayınlandı 46 görüntüleme

შარმ ტრეიდინგი

შარმ ტრეიდინგი

ამგროვებელი

Tiflis Tam zamanlı Lojistik / Sürücüler
Oturum açın ve başvurun
₾1000–1800 / ay 5 Eki tarihine kadar başvurun

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Colgate, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა)

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ამგროვებლის (picker) პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის N6 (დიღომი) სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00სთ ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი (ჯამში 1000-1800 ლარი) + ჯანმრთელობის დაზღვევა + კვება

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის აგროვება შემოსული/დაგეგმილი შეკვეთის მიხედვით;
  • აგროვებული პროდუქციის განთავსება წინასწარ განსაზღვრულ შემოწმების ადგილზე;
  • შეკვეთების აგროვება სუპერვაიზერის მიერ მითითებული ინსტრუქციით;
  • სამუშაო ინვენტარის გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხო და მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
  • წინასწარ განსაზღვრული ასაგროვებელი ზონების მოწესრიგება.

დამატებითი უნარები:

  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვება;
  • ტრანსპორტირება (დიდუბის მეტროდან);
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ელფოსტაზე. გთხოვთ სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ამგროვებელი-საწყობი" ან დაგვიკავშირდით

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"შარმ ტრეიდინგი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
შარმ ტრეიდინგი
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek