8,952 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

EE2Z9G1H 26 Ağu tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

İşveren

İşveren

ბუღალტერი

İşveren Dış ilan
Tiflis Tam zamanlı Finans / Muhasebe
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 27 Eyl tarihine kadar başvurun

დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიაში ვეძებთ ბუღალტერს, რომელიც შეუერთდება პროფესიონალურ გუნდს და ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო და ფინანსური ოპერაციების ეფექტურად მართვაში. პოზიცია საინტერესო შესაძლებლობაა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მსურველთათვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო ოპერაციების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
  • მენეჯერის დასტურის შემდგომ, დასაბრუნებელი თანხებისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება ბანკისთვის;
  • ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
  • პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ყველა სხვა საბუღალტრო ოპერაციის შესრულება და დოკუმენტის მომზადება, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
  • განახორციელოს ხელმძღვანელობის სხვა მითითებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შინაგანაწესს;
  • ბუღალტერი ვალდებულია შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელების მიერ მითითებული დავალებები, რომელიც უკავშირდება წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება;
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა;
  • ERP/საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (FINA);
  • MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად);
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივა;
  • კორპორატიული დაზღვევა;
  • მეგობრული გუნდი;
  • მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
  • ადგილმდებარეობა: საბურთალო.

სათაურის ველში მიუთითოთ "ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
İşveren
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek