9,005 canlı iş ilanı
← Tüm iş ilanları

ETEHZNDP 14 Eyl tarihinde yayınlandı 44 görüntüleme

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების ინჟინერი

Tiflis Tam zamanlı İnşaat / Tadilat
Oturum açın ve başvurun
Müzakere edilebilir 15 Eki tarihine kadar başvurun

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების ინჟინრის პოზიციაზე ჰიდროენერგო დეპარტამენტში.

არსებითი პირობები:

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (მივლინებები კომპანიის სხვადასხვა ლოკაციაზე) სამუშაოს გრაფიკი: 09:00-18:00 სთ, შესვენება 1 საათი (13 სთ-დან 14 სთ-მდე) სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. თბილისიდან მოგემსახურებათ ტრანსპორტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დათვალიერება, დეფექტების იდენტიფიცირება და მათი წარმოშობის მიზეზების ანალიზი;
  • ნაგებობების უსაფრთხო და უწყვეტი ექსპლუატაციის მიზნით პრევენციული და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა, მოცულობებისა და შესრულების გრაფიკების შედგენა;
  • ჰიდროტექნიკური და შესაბამისი სამშენებლო/სანტექნიკური მასალების საჭიროების განსაზღვრა, მიწოდების გრაფიკებისა და ტექნიკური მოთხოვნების მომზადება;
  • საპროექტო და სამუშაო ნახაზების წაკითხვა, ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში კორექტირებაში/განახლებაში მონაწილეობა;
  • ჰიდროტექნიკური ნაგებობების სქემების, ესკიზებისა და სამუშაო ნახაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ჰიდრავლიკური და კონსტრუქციული პარამეტრების კონტროლი (წყლის დონე, დებიტი, წნევა და სხვ.) და ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაციის მონიტორინგი;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (აქტები, დეფექტური უწყისები, ნახაზები, სქემები, ჟურნალები);
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და შესაბამისობის უზრუნველყოფა მოქმედ სტანდარტებთან და ნორმებთან;
  • პერიოდული და მოთხოვნის საფუძველზე ანგარიშგების (რეპორტების) მომზადება მიმდინარე ტექნიკური მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ;
  • ავარიული სიტუაციების პრევენცია, გამოვლენა და ლიკვიდაციაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი

ცოდნა და უნარები:

  • ტექნიკური უსაფრთხოების წესები.
  • ტექნიკური ექსპლუატაციის წესები და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე კომპანიის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" (ს/კ:230866783) (შემდგომში "კომპანია") მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა.

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

Bu sayfayı paylaş FacebookTelegramLinkedInX

Bu bildirimi

Bu ilanınız mı?

Bu iş ilanının bir kopyasını, Gürcistan'da iş arayanların bulabilmesi için yayınlıyoruz, orijinal ilanınıza geri bağlantı ile. Eğer sizin ise, yönetimini ele alabilir veya bizden kaldırmamızı isteyebilirsiniz.

Sahiplenilen bir ilan Direct olur: aynalı kopyaların üzerinde gösterilir, başvurular panonuza düşer ve ilan Google iş aramaya dahil olur.

İşveren hakkında
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
Benzer ilanlar

Gürcistan'da zahmetsiz işe alım

Ücretsiz ilan vermek